ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურების შესახებ.
თბილისი,
ერთის მხრივ, შპს "კედარო გრუპი" ( ს/კ 402181768) მისი დირექტორის ეკატერინე ჭიღლაძის (პ/ნ 01017040061) სახით და მეორეს მხრივ:
(შემდეგში შემკვეთი/გამყიდველი) ვთანხმდებით შემდეგზე:
მუხლი 1ხელშეკრულების პირობები
1.1 წინამდებარე ხელშეკრულების საგანია უძრავი ქონების სააგენტოს მიერ შემკვეთის კუთვნილი ქონების გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ქონების ყიდვის მსურველ პირთა მოძიება-შერჩევა. უძრავი ქონების მახასიათებლები:
1.2 წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე უძრავი ქონების სააგენტო უზრუნველყოფს შემკვეთის კუთვნილი გასაყიდი ქონების ფოტო/ვიდეო გადაღებას და ქონების გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;1.3 უძრავი ქონების სააგენტო აღჭურვილია საჭირო კომპიუტერული, ინტერნეტ ტექნოლოგიებით, კვალიფიციური აგენტებით, რათა შეძლოს შემკვეთის ინტერესებზე მორგებით მომსახურების ეფექტურად და კვალიფიციურად განხორციელება;1.4 წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში საშუამავლო გასამრჯელო შეადგენს გასაყიდი ქონების ღირებულების 4% (დღგ-ს ჩათვლით), რომელიც შემკვეთის მიერ გადახდილი იქნება უძრავი ქონების სააგენტოს მიერ მოძიებულ პირთან ან/და მისი ოჯახის წევრთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში;1.5 საშუამავლო გასამრჯელოს გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით უძრავი ქონების სააგენტოს შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: თი-ბი-სი ბანკი GE61TB7532136020100007;1.6 შემკვეთი ვალდებულია უძრავი ქონების სააგენტოს შუამავლობით დაკონტაქტებულ პირთან, მისი ოჯახის წევრთან, ან/და სხვა რაიმე ფორმით დაკავშირებულ პირთან, არ იქონიოს კონტაქტი/არ გააფორმოს ხელშეკრულება უძრავი ქონების სააგენტოს გვერდის ავლით, ვინაიდან ასეთი პირობის დადგომის შემთხვევაში შემკვეთს ზიანის სახით დაეკისრება საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების 1.4 პუნქტში განსაზღვრული საშუამავლო გასამრჯელოს ორმაგი ოდენობით;1.7 ნასყიდობის საგანთან დაკავშირებით შემკვეთის მიერ უძრავი ქონების სააგენტოსათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შემკვეთს;1.8 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორ თნაბარმნიშვნელოვან ეგზემპლიარად, თითო ეგზემპლიარი გადაეცემათ მხარეებს.
მხარეთა რეკვიზიტები
დამკვეთი
შემსრულებელი
შპს "კედარო გრუპი"
მისამართი: თბილისი, გ.ათონელის ქუჩა #18/22ტელეფონი: +995 593 61 81 81ელ-ფოსტა: kedarogroup@gmail.com