Standard Agreement - Rent

ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურების შესახებ.

თბილისი,

ერთის მხრივ, შპს "კედარო გრუპი" ( ს/კ 402181768) მისი დირექტორის ეკატერინე ჭიღლაძის (პ/ნ 01017040061) სახით და მეორეს მხრივ:

(შემდეგში შემკვეთი/გამყიდველი) ვთანხმდებით შემდეგზე:

მუხლი 1
ხელშეკრულების პირობები

1.1 წინამდებარე ხელშეკრულების საგანია უძრავი ქონების სააგენტოს მიერ შემკვეთის კუთვნილი ქონების გაქირავების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ქონების დაქირავების მსურველ პირთა მოძიება-შერჩევა. უძრავი ქონების მახასიათებლები:

1.2 წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე უძრავი ქონების სააგენტო უზრუნველყოფს შემკვეთის კუთვნილი გასაქირავებელი ქონების ფოტო/ვიდეო გადაღებას და ქონების გაქირავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;
1.3 უძრავი ქონების სააგენტო აღჭურვილია საჭირო კომპიუტერული, ინტერნეტ ტექნოლოგიებით, კვალიფიციური აგენტებით, რათა შეძლოს შემკვეთის ინტერესებზე მორგებით მომსახურების ეფექტურად და კვალიფიციურად განხორციელება;
1.4 წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, საშუამავლო გასამრჯელო შეადგენს უძრავი ქონების საიჯარო ღირებულების ერთი თვის საფასურს სრულად, რომელიც შემკვეთის მიერ გადახდილი იქნება უძრავი ქონების სააგენტოს მიერ მოძიებულ პირთან ან/და მისი ოჯახის წევრთან იჯარის ერთწლიანი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში; ხოლო, იმ შემთხვევაში თუ იჯარის ხელშეკრულება დაიდება ერთ წელზე ნაკლები ვადით, შემკვეთი უძრავი ქონების სააგენტოს გადაუხდის ერთი თვის ქირის ნახევარს.
1.5 საშუამავლო გასამრჯელოს გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით უძრავი ქონების სააგენტოს შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: თი-ბი-სი ბანკი GE61TB7532136020100007;
1.6 შემკვეთი ვალდებულია უძრავი ქონების სააგენტოს შუამავლობით დაკონტაქტებულ პირთან, მისი ოჯახის წევრთან, ან/და სხვა რაიმე ფორმით დაკავშირებულ პირთან, არ იქონიოს კონტაქტი/არ გააფორმოს ხელშეკრულება უძრავი ქონების სააგენტოს გვერდის ავლით, ვინაიდან ასეთი პირობის დადგომის შემთხვევაში შემკვეთს ზიანის სახით დაეკისრება საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების 1.4 პუნქტში განსაზღვრული საშუამავლო გასამრჯელოს ორმაგი ოდენობით;
1.7 ნასყიდობის საგანთან დაკავშირებით შემკვეთის მიერ უძრავი ქონების სააგენტოსათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შემკვეთს;
1.8 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორ თნაბარმნიშვნელოვან ეგზემპლიარად, თითო ეგზემპლიარი გადაეცემათ მხარეებს.

მხარეთა რეკვიზიტები

დამკვეთი


შემსრულებელი

შპს "კედარო გრუპი"

მისამართი: თბილისი, გ.ათონელის ქუჩა #18/22
ტელეფონი: +995 593 61 81 81
ელ-ფოსტა: kedarogroup@gmail.com