Exclusive Agreement - Sell

ᲔᲥᲡᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ

თბილისი,

ერთის მხრივ შპს "კედარო გრუპი" (საიდენტიფიკაციო კოდი 402181768) (შემდგომში “შემსრულებელი”) რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი ეკატერინე ჭიღლაძე და მეორეს მხრივ

(შემდგომში "დამკვეთი"), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:

1. ხელშეკრულების საგანი
1.1 შემსრულებელი იღებს ვალდებულებას, დამკვეთის დავალებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების სანაცვლოდ, ექსკლუზიური უფლებით განახორციელოს დამკვეთის კუთვნილი უძრავი ქონების გაყიდვისთვის კლიენტის მოძიება.
1.2 თავის მხრივ, დამკვეთი ვალდებულებას იღებს ურთიერთობა იქონიოს მხოლოდ ამ ხელშეკრულებაში დასახელებულ შემსრულებელთან, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი სხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მეშვეობით მოახდენს ამ უძრავი ქონების რეალიზებას, დამკვეთი ვალდებულებას იღებს მომსახურების საკომისიო (შრომის ანაზღაურება) სრულად გადაუხადოს შემსრულებელს.

2. ანაზღაურება და გადახდის პირობები:
2.1 შეთანხმების თანახმად, დამკვეთი ვალდებულია უძრავი ქონების გაყიდვის სანაცვლოდ, შემსრულებელს გადაუხადოს მომსახურების საკომისიო (შრომის ანაზღაურება) უძრავი ქონების ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული ნასყიდობის ღირებულების საბოლოო ფასის 5%-ის ოდენობით(დღგ-ს ჩათვლით).
2.2 იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტის მოქმედების პერიოდში, განხორციელდება აღნიშნული უძრავი ქონების შემსრულებლის გვერდის ავლით, ნებისმიერი სხვა რესურსით გაყიდვა, დამკვეთი იღებს ვალდებულებას, შემსრულებელს გადაუხადოს ქონების საბოლოო ღირებულების 5% (დღგ-ს ჩათვლით).
2.3 მხარეთა შეთანხმებით, მომსახურების ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს უძრავი ქონების გაყიდვისთანავე.
2.4 გასაყიდი უძრავი ქონების ფასის გაზრდის ან/და შემცირების მიუხედავად, საკომისიო შეადგენს 2.1 პუნქტში მითითებულ ოდენობას.
2.5 დამკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შემსრულებელს უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში 2.1 პუნქტში მითითებული საკომისიო, თუ დამკვეთი დაარღვევს ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას და მოახდენს უძრავი ქონების დამოუკიდებლად ან ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის დახმარებით გაყიდვას, საკომისიო გადახდილ უნდა იქნას დაუყოვნებლივ, ზემოთ მითითებული ქმედებისთანავე.
2.6. თუ პოტენციურ მყიდველთან მოლაპარაკების პროცესში „დამკვეთი“ გადაიფიქრებს უძრავი ქონების გაყიდვას, „შემსრულებელს“ გაწეული მატერიალური თუ არამატერიალური შრომის სანაცვლოდ, გადაუხდის ანაზღაურების სანაცვლოდ 1 000 (ათასი) აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) (+დღგ).

3. ხელშეკრულების ვადა:
3.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 6 (ექვსი) თვის ვადით, ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე. უძრავი ქონების გაყიდვის მომსახურეობის საკომისიოს სრულად გადახდის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედება სრულდება.
3.2 იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების ვადის გასვლის ან შეწყვეტიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში, უძრავი ქონება გაიყიდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში "შემსრულებლის" მიერ მოძიებულ კლიენტზე (რაც დასტურდება შემსრულებლის მიერ კონტაქტის დამადასტურებელი ფაქტით), მაშინ "დამკვეთი" ვალდებულია გადაუხადოს "შემსრულებელს" 2.1 პუნქტში მითითებული საკომისიო დაუყოვნებლივ, ზემოთ მითითებული ქმედებისთანავე.
3.3 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დამკვეთმა გადაიფიქრა უძრავი ქონების გაყიდვა, ეს უნდა დაფიქსირდეს წერილობით შემსრულებელთან ერთი თვით ადრე. ასეთ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში "შემსრულებლის" გვერდის ავლით მოხდა უძრავი ქონების გაყიდვა, "დამკვეთი" ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს 2.1 პუნქტში მითითებული მომსახურეობის საკომისიო სრულად.

4. მხარეთა უფლებები და მოვალეობები:
4.1 "შემსრულებელი" ვალდებულია:
4.1.1 განახორციელოს "დამკვეთის" კუთვნილი უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით კლიენტების მოძიება და რეკლამირება თავისი შეხედულებისამებრ;
4.1.2 შესთავაზოს უძრავი ქონების ყიდვა მის ბაზაში არსებულ პოტენციურ მომხმარებლებს;
4.1.3 გაწიოს მარკეტინგული ხარჯები და დაგეგმოს სარეკლამო აქტივობები (ბანერი, ფასიანი/უფასო რეკლამები ყიდვა/გაყიდვის პლატფორმებზე, ფოტო/ვიდეო/აერო პრეზენტაციები, ღია კარის დღეები) შეხედულებისამებრ;
4.1.4 მოიძიოს უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებული პირები და შესთავაზოს მათ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ქონების შეძენა;
4.1.5 ელექტრონული ფოსტის ან WatsApp-ის მეშვეობით აწარმოოს ყოველკვირეული უკუკავშირი დამკვეთთან გაყიდვების მიმდინარეობის შესახებ;
4.1.6 გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით, ითანამშრომლოს პარტნიორ საბროკერო კომპანიებთან, მიაწოდოს მათ ყველა საჭირო ინფორმაცია პოტენციური კლიენტების მოზიდვისთვის;
4.1.7 შეასრულოს მედიატორის როლი მყიდველსა და გამყიდველს შორის კომუნიკაციის პროცესში და დაეხმაროს ბიუროკრატიული პროცედურების ეფექტურად გავლაში;
4.1.8 "შემსრულებელი" არავითარ ვალდებულებაში არ შედის "დამკვეთთან" ან "მყიდველთან" ნასყიდობის შეთანხმების ნაწილში.
4.2 დამკვეთი უფლებამოსილია:
4.2.1 შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია შემსრულებლისაგან მისი უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ.
4.2.2 ბაზარზე უძრავი ქონების მოთხოვნა-მიწოდების ცვლილების შესაბამისად, არეგულიროს სარეალიზაციო ფასი და დროულად აცნობოს ამის შესახებ "შემსრულებელს". ფასთაშორის საბაზრო გონივრული სხვაობა წარმოადგენს 10%-ს.
4.3 "დამკვეთი" ვალდებულია:
4.3.1 გადაუხადოს "შემსრულებელს" ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიო.
4.3.2 უძრავი ქონებით დაინტერესებული ყველა პირი დააკავშიროს "შემსრულებელს", მათ შორის ნებისმიერი სხვა საბროკერო კომპანია თუ ფიზიკური პირი.
4.3.3 უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდოს სხვა ფიზიკურ/იურიდიულ პირებს და არ განათავსოს ინფორმაცია სხვადასხვა სარეკლამო საიტებზე თუ მედია საშუალებებში, აგრეთვე არ განახორციელოს არანაირი სარეკლამო აქტივობა და ყიდვის შეთავაზება "შემსრულებელთან" შეთანხმების გარეშე.
4.3.4 უზრუნველყოს "შემსრულებლის" მიერ მოყვანილ/მოზიდულ კლიენტთან ნასყიდობის პროცესის ნორმალური მიმდინარეობა, მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, საჭიროების შემთხვევაში ნოტარიუსთან ურთიერთობა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და სხვა პირებთან თუ ორგანოებთან, რომლებიც აუცილებელია ნასყიდობის/წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად.

5. მხარეთა პასუხისმგებლობა:
5.1. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და უნაზღაურებენ ერთმანეთს ხელშეკრულების დარღვევით მიყენებულ ზიანს.
5.2. იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებლისათვის“ საკომისიო თანხის გადახდისგან თავის არიდების მიზნით დამკვეთი „შემსრულებლისგან“ მალულად დაეკონტაქტება "შემსრულებლის" მიერ მოძიებულ კლიენტს და ქონებას მალულად მიჰყიდის, "დამკვეთი" ვალდებულია გადაიხადოს პუნქტ 2.1-ში მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიო დაუყონებლივ.
5.3. მომსახურების საკომისიო პუნქტს 2.1-ის ან 5.2-ის მიხედვით გადაუხდელობის შემთხვევაში „დამკვეთს“ ეკისრება პირგასამტეხლო მომსახურების საკომისიოს 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6. დამატებითი პირობები:
6.1. "დამკვეთი" და "შემსრულებელი" აცხადებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის გამოიყენებენ შემდეგ ელექტრონულ ფოსტას kedarogroup@gmail.com ან WatsApp-ს;
6.3 "შემსრულებელი" უფლებამოსილია დამოუკიდებლად, დამკვეთთან შეთანხმების გარეშე დაგეგმოს და განახორციელოს ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობა/კომუნიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულების საგნით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას, რაზეც "დამკვეთი" წინასწარ აცხადებს თანხმობას.
6.4 ხელშეკრულების ხელმოწერისას "დამკვეთი" აცხადებს, რომ ის უფლებამოსილია ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას და ყველა ინფორმაცია, რომელიც მიაწოდა "შემსრულებელს" არის უტყუარი და ზუსტი. ამასთან, დამკვეთი აცხადებს რომ 1.3 პუნქტში არსებულ უძრავ ქონებაზე არ არის მიმდინარე სასამართლო ან/და საგადასახადო დავა.
6.5. მხარეთა შეთანხმებით, წინამდებარე ხელშეკრულების პუნქტ 2.1-ის მიხედვით, საკომისიოს გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, "შემსრულებელს" უფლება აქვს დაუყონებლივ სასამართლოს წესით ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წესით მოითხოვოს დავალიანების დაფარვა.
6.6. ყველა სხვა დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან, წყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მოლაპარაკების გზით მიუღწევლობის შემთხვევაში, საქართველოს სასამართლოს მეშვეობით.
6.7. ყველა იმ შემთხვევაში, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
6.8. ხელშეკრულებაში ყველა ცვლილება ან/და დამატება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების შედეგად, ძალაშია მხარეთა ხელმოწერისთანავე და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
6.9. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) ეგზემპლარად და გააჩნია იურიდიული ძალა.
6.10 ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით.

მხარეთა რეკვიზიტები

დამკვეთი


შემსრულებელი

შპს "კედარო გრუპი"

მისამართი: თბილისი, გ.ათონელის ქუჩა #18/22
ტელეფონი: +995 593 61 81 81
ელ-ფოსტა: kedarogroup@gmail.com