Exclusive Agreement - Rent

ᲔᲥᲡᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ

თბილისი,

ერთის მხრივ შპს "კედარო გრუპი" (საიდენტიფიკაციო კოდი 402181768) (შემდგომში “შემსრულებელი”) რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი ეკატერინე ჭიღლაძე და მეორეს მხრივ

(შემდგომში "დამკვეთი"), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:

1. ხელშეკრულების საგანი
1.1. შემსრულებელი იღებს ვალდებულებას, დამკვეთის დავალებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების სანაცვლოდ, ექსკლუზიური უფლებით განახორციელოს დამკვეთის კუთვნილი უძრავი ქონების გაქირავებისთვის კლიენტის მოძიება.
1.2. თავის მხრივ, დამკვეთი ვალდებულებას იღებს ურთიერთობა იქონიოს მხოლოდ ამ ხელშეკრულებაში დასახელებულ შემსრულებელთან, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი სხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მეშვეობით მოახდენს ამ უძრავი ქონების გაქირავებას/იჯარით გაცემას, დამკვეთი ვალდებულებას იღებს მომსახურების საკომისიო (შრომის ანაზღაურება) სრულად გადაუხადოს შემსრულებელს.

2. ანაზღაურება და გადახდის პირობები
2.1 შეთანხმების თანახმად, „დამკვეთი“ ვალდებულია უძრავი ქონების ერთი წლით გაქირავების სანაცვლოდ, შემსრულებელს გადაუხადოს ანაზღაურების სახით უძრავი ქონების საიჯარო ღირებულების ერთი თვის საფასური სრულად.
2.2. „დამქირავებელთან“ კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში, ყოველ მომდევნო წელს, „დამკვეთი“ ვალდებულია „შემსრულებელს“ გადაუხადოს ანაზღაურების სახით უძრავი ქონების საიჯარო ღირებულების ერთი თვის ნახევარი.
2.3. იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტის მოქმედების პერიოდში, განხორციელდება აღნიშნული უძრავი ქონების შემსრულებლის გვერდის ავლით, ნებისმიერი სხვა რესურსით გაქირავება, „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას, „შემსრულებელს“ გადაუხადოს 2.1. პუნქტში მითითებული ანაზღაურება.
2.4. მხარეთა შეთანხმებით, მომსახურების ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს „დამქირავებელთან“ იჯარის ხელშეკრულების დადებისთანავე.
2.5. გასაქირავებელი უძრავი ქონების ფასის გაზრდის ან/და შემცირების შემთხვევაში, საკომისიოს ოდენობა განისაზღვრება იჯარის ღირებულების პროპორციულად.
2.6. „დამკვეთი“ ვალდებულია გადაუხადოს „შემსრულებელს“ უძრავი ქონების გაქირავების შემთხვევაში 2.1. პუნქტში მითითებული საკომისიო, თუ „დამკვეთი“ დაარღვევს ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას და მოახდენს უძრავი ქონების დამოუკიდებლად ან ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის დახმარებით გაქირავებას, საკომისიო გადახდილ უნდა იქნას დაუყოვნებლივ, ზემოთ მითითებული ქმედებისთანავე.

3. ხელშეკრულების ვადა
3.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 3 (სამი) თვის ვადით და მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია მისი გაგრძელება. უძრავი ქონების გაქირავების მომსახურეობის საკომისიოს სრულად გადახდის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედება სრულდება.
3.2 იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების ვადის გასვლის ან შეწყვეტიდან 3 თვის განმავლობაში, უძრავი ქონება გაქირავდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „შემსრულებლის“ მიერ მოძიებულ კლიენტზე (რაც დასტურდება შემსრულებლის მიერ კონტაქტის დამადასტურებელი ფაქტით), მაშინ „დამკვეთი“ ვალდებულია გადაუხადოს „შემსრულებელს“ 2 პუნქტში მითითებული საკომისიო დაუყოვნებლივ, ზემოთ მითითებული ქმედებისთანავე.
3.3 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „დამკვეთმა“ გადაიფიქრა უძრავი ქონების გაქირავება, ეს უნდა დაფიქსირდეს წერილობით „შემსრულებელთან“. ასეთ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მოხდა უძრავი ქონების გაქირავება, „დამკვეთი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს 2 პუნქტში მითითებული მომსახურეობის საკომისიო სრულად.

4. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
4.1 შემსრულებელი ვალდებულია:
4.1.1 განახორციელოს „დამკვეთის“ კუთვნილი უძრავი ქონების გაქირავებასთან დაკავშირებით კლიენტების მოძიება და რეკლამირება თავისი შეხედულებისამებრ.
4.1.2 შესთავაზოს უძრავი ქონება მის CRM სისტემაში არსებულ პოტენციურ მომხმარებლებს.
4.1.3 მოიძიოს უძრავი ქონების ქირით დაინტერესებული პირები და შესთავაზოს მათ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ქონება.
4.1.4 მიაწოდოს „დამკვეთს“ პერიოდული ინფორმაცია ხელშეკრულების საგნით განსაზღვრული ვალდებულებების მიმდინარეობის შესახებ.
4.1.5 თანამშრომლობის მიზნით, მიაწოდოს ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ პარტნიორ საბროკერო კომპანიებს/ინდივიდუალურ ბროკერებს.
4.1.6 მიაწოდოს გასაქირავებელი ფართის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ელ. ფოსტის მეშვეობით. „კედარო გრუპი“ აქტიურად თანამშრომლობს საელჩოებთან, საკონსულოებთან და ბიზნეს-სექტორთან.
4.1.7 მოძიებული კლიენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დამკვეთს მის ელექტრონულ მისამართზე ან WatsApp/Viber-ის მეშვეობით. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ფიზიკური/იურიდიული პირის შესახებ დასახელებას ან/და საიდენტიფიკაციო კოდს/პირად ნომერს.
4.1.8. „დამკვეთის“ სურვილის შემთხვევაში, „შემსრულებელი“ იღებს პასუხიმგებლობას, რომ მოახდენს ყოველთვიურ მონიტორინგს და მყისიერად მიაწვდის ინფორმაციას „დამკვეთს“, თუ ბინაში განთავსებული ნივთების მდგომარეობას რაიმე საფრთხე დაემუქრება.

4.2 დამკვეთი უფლებამოსილია:
4.2.1 შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია შემსრულებლისაგან მისი უძრავი ქონების გაქირავების შესახებ.
4.3 დამკვეთი ვალდებულია:
4.3.1 გადაუხადოს შემსრულებელს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიო.
4.3.2 უძრავი ქონებით დაინტერესებული ყველა პირი დააკავშიროს შემსრულებელს.
4.3.3 არ მიაწოდოს უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია სხვა ფიზიკურ/იურიდიულ პირებს და არ განათავსოს ინფორმაცია სხვადასხვა სარეკლამო საიტებზე თუ მედია საშუალებებში, აგრეთვე არ განახორციელოს არანაირი სარეკლამო აქტივობა და გაქირავების შეთავაზება „შემსრულებელთან“ შეთანხმების გარეშე, რათა არ მოხდეს განცხადებების დუბლირება ან სარეკლამო ინფორმაციის უზუსტობა.
4.3.4. „შემსრულებელს“ მისცეს საშუალება, სრულფასოვნად ჩაატაროს პრეზენტაცია და თვითნებურად, ურთიერთშეთანხმების გარეშე, არ ჩაერიოს მოლაპარაკების პროცესში, რათა არ დაზიანდეს მოლაპარაკების პროცესი.
4.3.5.ნებისმიერი დაინტერესებული პირი თუ ორგანიზაცია მყისიერად დააკავშიროს შემსრულებელს და არ აწარმოოს დამოუკიდებლად მოლაპარაკება.

5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და უნაზღაურებენ ერთმანეთს ხელშეკრულების დარღვევით მიყენებულ ზიანს.
5.2. იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებლისათვის საკომისიო თანხის გადახდისგან თავის არიდების მიზნით დამკვეთი შემსრულებლისგან მალულად დაეკონტაქტება შემსრულებლის მიერ მოძიებულ კლიენტს და ქონებას მალულად მიაქირავებს, დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს პუნქტ 2-ში მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიო დაუყონებლივ.
5.3. მომსახურების საკომისიო პუნქტს 2-ის ან 5.2-ის მიხედვით გადაუხდელობის შემთხვევაში დამკვეთს ეკისრება პირგასამტეხლო მომსახურების საკომისიოს 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6. დამატებითი პირობები
6.1. “დამკვეთი” და “შემსრულებელი” აცხადებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის გამოიყენებენ შემდეგ ელექტრონულ ფოსტას kedarogroup@gmail.com;
6.3 “შემსრულებელი” უფლებამოსილია დამოუკიდებლად, “დამკვეთთან” შეთანხმების გარეშე დაგეგმოს და განახორციელოს ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობა/კომუნიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულების საგნით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას, რაზეც “დამკვეთი” წინასწარ აცხადებს თანხმობას.
6.4 ხელშეკრულების ხელმოწერისას “დამკვეთი” აცხადებს, რომ ის უფლებამოსილია ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას და ყველა ინფორმაცია, რომელიც მიაწოდა “შემსრულებელს” არის უტყუარი და ზუსტი. ამასთან, დამკვეთი აცხადებს რომ 1.3 პუნქტში არსებულ უძრავ ქონებაზე არ არის მიმდინარე სასამართლო ან/და საგადასახადო დავა.
6.5. მხარეთა შეთანხმებით, წინამდებარე ხელშეკრულების პუნქტ 2-ის მიხედვით, საკომისიოს გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებელს უფლება აქვს დაუყონებლივ სასამართლოს წესით ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წესით მოითხოვოს დავალიანების დაფარვა.
6.6. ყველა სხვა დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან, წყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მოლაპარაკების გზით მიუღწევლობის შემთხვევაში, საქართველოს სასამართლოს მეშვეობით.
6.7. ყველა იმ შემთხვევაში, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
6.8. ხელშეკრულებაში ყველა ცვლილება ან/და დამატება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების შედეგად, ძალაშია მხარეთა ხელმოწერისთანავე და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
6.9. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) ეგზემპლარად და გააჩნია იურიდიული ძალა.
6.10 ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით.

მხარეთა რეკვიზიტები

დამკვეთი


შემსრულებელი

შპს "კედარო გრუპი"

მისამართი: თბილისი, გ.ათონელის ქუჩა #18/22
ტელეფონი: +995 593 61 81 81
ელ-ფოსტა: kedarogroup@gmail.com